457 მოქალაქე ბაკურიანის და ახალციხის საკარანტინე ზონებში
სამცხე-ჯავახეთში სულ 7 საკარანტინე ზონაა, აქედან ხუთი სასტუმრო არის
ბაკურიანში, ერთი ახალციხეში ფუნქციონირებს, ერთიც აბასთუმანში
ფილტვის ცენტრში.
ეს უკანასკნელი ამჟამად ცარიელია, ხოლო დარჩენ სივრცეებში 457
მოქალაქეა გადანაწილებული.
ბაკურიანის 5 საკარანტინე ზონაში 395 პირი იმყოფება. ახალციხეში კი 62
ადამიანი გადის კარანტინს. ეს მონაცემები არის 4 აპრილის, 12:00
საათის მდგომარეობით.