საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 31 ადამიანია
გამოჯანმრთელებული. ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინციფირებულია
157 მოქალაქე.
დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ერთი პირის გარდაცვალების
ფაქტი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526
პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.