რეგიონიდან ყველაზე მეტი პირი თვითიზოლაციაში ბორჯომში იმყოფება
ბორჯომში თვითიზოლაციაში 7 მოქალაქე იმყოფება.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი მოქალაქე ოზლირებულად სწორედ
ამ მუნიციპალიტეტშია.
რაც შეეხება რეგიონის მონაცემებს:
ახალციხეში - 4 პირი
ადიგენი - 1 პირი
ნინოწმინდა - 2 პირი
ახალქალაქი - 6 პირი
ჯამში, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157
დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია
28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა
მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა
განთავსებული.
4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება
5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
არის 344 მოქალაქე.