საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული
შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში
პირველად დაფიქსირდა მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526
პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.