კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 დადასტურებული
შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი.
ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526
პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.