37 გრადუსი არ არის ტემპერატურა და ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,
მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს.
"მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე
მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია,
რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა
შეშფოთდეს. 37,5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ.
მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო
შემთხვევა“, - განაცხადა იმნაძემ
საქართველოში ამ დროისთვის (03.04.2020) კორონავირუსის 148
შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.