ბაკურიანის ხუთივე საკარანტინე ზონაში 420-მდე ადამიანია მოთავსებული
"ბაკურიანში ამჟამად ხუთი საკარანტინე ზონაა, მთლიანობაში
კი 420-მდე ადამიანია მოთავსებული" - ამბობს მერის
წარმომადგენელი ბაკურიანის ტერიტორიულ ერთეულში გოჩა გობრონიძე.
მისი ინფორმაციით, დღემდე, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ
დადასტურებია და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ
გამოვლენია. სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების
ინფორმაციით, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ამ დრომდე არ
დაფიქსირებულა თავიანთ მუნიციპალიტეტში და შესაბამისად რეგიონში.
გობრონიძის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებს ახალი პირები არ
დამატებიან. ამ დრომდე, სავალდებულო საინკუბაციო პერიოდს გადიან
კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 7 საკარანტინე
ზონაა. ხუთი - ბაკურიანში; ერთი - ახალციხეში, კიდევ ერთი
სივრცე კი აბასთუმნის ფილტვის ცენტრშია მოწყობილი.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფი პირების
რაოდენობას სამცხე-ჯავახეთში. რეგიონის მასშტაბით ასეთი სულ
189 მოქალაქეა, მათგან 8 ადამიანია ბორჯომიდან.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის
134 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან
გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 281 მოქალაქე.