აბასთუმნის საკარანტინე ზონას ბოლო მოქალაქე ხვალ დატოვებს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ამჟამად ერთადერთი მოქალაქეა დარჩენილი.
45 წლის კაცი სამეგრელოდანაა და სავალდებულო საინკუბაციო პერიოდის
გავლას ხვალ დაასრულებს.
შესაბამისად, ხვალ, 3 აპრილს გაეწერება ბინაზე აღნიშნული
პიროვნება.
ცენტრის კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე ტელეკომპანია "ბორჯომთან"
საუბრისას ამბობს, რომ მათი საკარანტინე ზონა სამომავლოდაც იქნება
მზად მოქალაქეების მისაღებად. ცენტრში 39 ოთახია, რომელიც 2
ადამიანზეა გათვლილი და ჯამში 78 ადამიანის მიღება შეუძლია.
"1 აპრილს მოხდა ათი მოქალაქის ბინაზე გაწერა, თითოეულმა
მათგანმა სავალდებულო საინკუბაციო პერიოდი გაიარა და თავს კარგად
გრძნობდნენ. დარჩენილია ერთი ადამიანი, რომელიც ხვალ გაეწერება
ცენტრიდან. სამომავლოდ, ჩვენი ცენტრი კვლავ მზადყოფნაშია მოქალაქეების
მისაღებად თუ ამის საჭიროება იქნება. 39 ორადგილიანი ოთახი გვაქვს და
მთლიანობაში 78 ადამიანზეა გათვლილი ჩვენი ცენტრი" -
ამბობს კახა ბერიძე.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ამჟამად 6 საკარანტინე ზონაა. ქვეყნის
მასშტაბით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე.