ბორჯომში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 8-მდე შემცირდა
თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა სამცხე-ჯავახეთშიც.
რეგიონის მასშტაბით ასეთი სულ 189 მოქალაქეა.
მუნიციპალიტეტების მასშტაბით, დღევანდელი მონაცემები ასე
გამოიყურება:
ბორჯომი - 8 პირი
ახალციხე - 13 პირი
ადიგენი - 5 პირი
ასპინძა - 1 პირი
ნინოწმინდა - 51 პირი
ახალქალაქი - 111 პირი
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, მათ
მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შემთხვვეა არ დაფიქსირებულა.
2 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130
შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.