კორონავირუსი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს
დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.
„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც
ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ
ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს
35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია,
საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი
ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას
სამინისტროსთვის“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.