ახალი ამბები
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ყველაზე დიდი ბარიერი, რომელსაც აუტიზმის მქონე ადამიანები ხვდებიან არის დისკრიმინაცია, რაც აუტზმის შესახებ არასრულფასოვანი ინფორმირებულობის შედეგია.

კამპანიის ძირითადი მესიჯებია:
• მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება აუტიზმი. დღესდღეობით, ბევრმა ადამიანმა იცის რას ნიშნავს აუტიზმი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის როგორია აუტიზმის მქონე ადამიანთა საჭიროებები;
• აუტიზმის მქონე ადამიანების ჩართულობა ხელს უწყობს უფრო ყოვლისმომცვლელი და ინკლუზირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას;
• აუტიზმის მქონე ადამიანების უჩვეულო ქცევა გამოწვეულია კომუნიკაციის დამყარებისა და ყოველდღიურ სიტუაციებში ადაპტირების ნაკლებობით;
• ხშირად აუტიზმის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ფარული ნიჭი და უნარ-ჩვევები;
• აუცილებელია აუტიზმის მქონე ადამიანის მიმართ მეგობრულად განწყობილი საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და რეალიზება.


რა არის აუტიზმი?
აუტიზმი სპექტრული აშლილობაა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.

აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ; თუმცა, ისინი სამ მთავარ ჯგუფად ერთიანდება:

• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა;
• საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემა;
• საზოგადოებაში საკუთარი როლის წარმოსახვის პრობლემა.


მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს საერთო სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით “ყოველდღიური” ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები და შემეცნების დაქვეითებული უნარი.

ფაქტები აუტიზმის შესახებ:
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველი 160 ბავშვიდან 1 ბავშვს აუტიზმი აღენიშნება;
• აუტიზმის შემთხვევები ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში;
• აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში;
• იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის;
• აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის;
• არსებობს მტკიცებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის უნარებისა და საზოგადოებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში.
• აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან სტიგმის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი.
• აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება საზოგადოების ყველა დონეზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.