კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა
2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა
დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5437 პირი, ხოლო ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 მოქალაქე იმყოფება.