კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით
დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის
ბავშვია.
მისივე განცხადებით, მოზარდი
ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში
გადაჰყავთ.
„ პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს
არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი.
გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული
კორონავირუსი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება მეორე ახალ
დაინფიცირებულს, ეზუგბაიას თქმით, პაციენტი სომხეთიდანაა
ჩამოსული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.
ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.