ჯანდაცვა
ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხები ცნობილია
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ორი პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ჩატარებული კვლევის პასუხი რომ უარყოფითია, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი ადასტურებს.

ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.

ორი პირის ბიოლოგიური მასალა კორონავირუსზე საკვლევად ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ, 31 მარტს გააგზავნეს. ერთი პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პნევმონიის დიაგნოზით ასპინძიდან შეიყვანა, მეორე პირს კი გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და თვითიზოლაციაში ყოფნისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა.

გუშინ ლუგარში სამცხე-ჯავახეთიდან მესამე პირის ბიოლოგიური მასალაც გააგზავნეს, მისი პასუხიც უარყოფითია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.