ჯანდაცვა
კორონავირუსზე ტესტირება მოქალაქეთა 3 კატეგორიას ჩაუტარდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს.

ცერცვაძის განცხადებით, ახალი ალგორითმი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ამჟამად მოქმედებდა.

„დღემდე მოქმედი ალგორითმი გულისმხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და იყო მეორე აუცილებელი პირობა, რომ ამ პიროვნებას უნდა ჰქონოდა რაღაც რისკის შემცველი ქცევები ანუ მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ზონის ქვეყნებში, ან უნდა მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან უნდა ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს სრულიად საკამარისი იყო შეკავების ფაზაში, როდესაც ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული და გამოკვლეული.

ახლა, როსდესაც დაიწყო შიდა გავრცელება და უკვე რიგ შემთხვევაში პაციენტი ავადდება ისე, რომ ვერ ასახელებს, თუ ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, შეიცვალა მნიშვნელოვანწილად ეს პროტოკოლი.

სამი პაკეტი შეიქმნა ახალ ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ანუ ის პირები, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან მას.

ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, მაგრამ რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ამიერიდან ექვემდებარება გამოკვლევას.

მესამე პაკეტი, ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ რისკის ფაქტორები არა. ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა - ამ ადამიანების გამოკვლევაც მოხდება,“
-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.