აბასთუმანში მყოფი ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან
დღეს, 31 მარტს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფი, 35 წლის ქალის
სისხლის ნიმუში, ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხი
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ქალს ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინის ვადა ხვალ
ეწურება.
„სიცხე ჰქონდა 37 და მაღლა. ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ
შეიძლება აივანზე გაცივდა. ოთახში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და მას
არაფერი აღენიშნება“ - განაცხადეს აბასთუმნის ფილტვის
ცენტრში.