დღეს, 31 მარტს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატებში
მაღალი სიცხითა და პნევმონიით ორი პაციენტი მოათავსეს. ინფორმაციას
"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის
განყოფილების უფროსი, ნინო ზედგინიძე აცხადებს, პაციენტებს საეჭვო
სიმპტომები აღენიშნებოდათ, ამიტომ დღეს დილით მათი ანალიზები
თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს შესამოწმებლად.
„შემოვიდნენ მაღალი ტემპერატურით, ერთთან არის პნევმონია,
სიტუაცია მართვადია და დამაკმაყოფილებელია მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა, ორივესთან ტესტია აღებული, ველოდებიოთ
პასუხს“, – გვითხრეს ახალციხის რეფერალურ
ჰოსპიტალში.
ერთ–ერთ პაციენტს, რომელიც ახალციხიდანაა თვითიზოლაციის ორკვირიანი
პერიოდი რამდენიმე დღის წინ დაუსრულდა,იგი გერმანიიდან დაბრუნდა, ხოლო
მეორე ასპინძიდანაა, მას უბრალოდ სიმპტომები აღენიშნებოდა და ამიტომ
სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.
გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან აბასთუმნის
საკარანტინო ცენტრშიც, აქ ანალიზი 35 წლის ქალს აუღეს.