ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
კორონავირუსით, ნიუ-იორკში 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს არის
მე-5 შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ კორონავირუსის შედეგად
საქართველოს მოქალაქე იღუპება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის
მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს.
„სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა
საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი
თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის
მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან
კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში
დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები
სხვა ქრონიკული დაავადებები“- განაცხადა პაატა იმნაძემ.