კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
108-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 4995 პირი
იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 ადამიანია.