საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე
გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5114 პირი
იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 ადამიანია.