"გაზაფხულიდან ფიზკულტურის მასწავლებლები გადამზადდებიან" - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების
კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება.
სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით სასწავლო
დაწესებულებებში ფიზიკური აქტივობები მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს. ამ
მონაცემების გასაზრდელად, ალესანდრე ჯეჯელავას თქმით, 2017 წლის
გაზაფხულიდან ფიზკულტურის ყველა მასწავლებელის გადამზადება
დაიწყება.
მისი განმარტებით, ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაში
სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპზე უწყება ოთხ
ფედერაციასთან თანამშრომლობს,- ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და
რაგბის. სკოლები თავადვე გადაწყვეტენ რომელ ფედარეციასთან სურთ
თამანშრომლობა.
ჯეჯელავას განმრტებით, სკოლებში დაბალი სპორტული აქტივობის მიზეზი
ხშირად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქურაა. მისი მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სპორტული დარბაზების
რეაბილიტაცია-აშენება 890 მლნ. ლარი ჯდება. ფედერაციებთან
თანამშრომლობის ფარგელბში კი, ტრენინგებთან ერთად სამინისტროს
თანადაფინანსებით ფედერაციები სკოლების მინიმალური სპორტული
ინვენტარით აღჭურვასაც უზრუნველყოფენ.