რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო
გადასახადი ისევ გაზარდა. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე 57-დან 65
დოლარამდე გაიზარდა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან
სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, გაზაფხულამდე ფქვილსა და
პურზე ფასის მატებას არ უნდა ველოდოთ.
"11 იანვრიდან მარცვლეულზე საბაჟო გადასახადი რუსეთმა გაზარდა. ეს
არის ყოველკვირეული გადასახადი, ახალი ნიშნული უნდა დაწესდეს 18
იანვრიდან და ტენდენციაზე საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მოსკოვის ბირჟებზეც გაიმართება ვაჭრობა.
აქამდე, შობა-ახალი წლის დღეების გამო ბირჟებზე ვაჭრობა არ იყო და
ძველი ნიშნული დაფიქსირდა, თუმცა რადგან გადასახადის ანგარიში ხდება
რუბლზე და მერე გადადის დოლარზე, რუბლის გაუფასურებამ გამოიწვია
დაახლოებით 8 დოლარით ბაჟის ზრდა.
13 იანვარს გამოდის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიში
მსოფლიოში მარცვლეულის ბალანსების შესახებ და ესეც იმოქმედებს
ბაზარზე.
ამ შემთხვევაში, ჩვენთან გადაცემის ეფექტი ცხადია იქნება, მაგრამ
ველოდებით შემდეგ კვირას. მოლოდინია, რომ დიდი მატება არ უნდა იყოს,
რადგან რუსეთს ხორბლის დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ კი ამ შემთხვევაში
გვაქვს ხორბლის გარდამავალი მარაგები და მარტამდე მაინც არ უნდა
გვქონდეს პრობლემა ხორბლის და პურის ფასზე. ახალი წლის წინ საბაჟო
გადასახადი საკმაოდ დაწეული იყო და 40 დოლარს შეადგენდა. სწორედ ამ
დროს მოახერხეს კომბინატებმა მარაგების შევსება", - განუცხადა
,,ბიზნესპრესნიუსს" ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, მარტში მსოფლიო ბაზარზე ახალი ანალიზი გაკეთდება
ძირითადად ორი ფაქტორიდან გამომდინარე.
,,მარტი ყოველთვის არის ახალი ანალიზის თვე. მთელს მსოფლიოში ასეა და
ასეა ჩვენთან რეგიონულადაც. შეფასდება რუსეთში, უკრაინაში და
ყაზახეთში როგორ გადაიტანა ნათესებმა ზამთარი. ამ ბალანსზე დიდად
იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარება.
მეორე ფაქტორია, რომ მარტში მთავრდება უკრაინული ხორბლის დერეფნის
ვადა და შესაბამისად, აქ პოლიტიკური ფაქტორი შემოდის, გაგრძელდება თუ
არა კიდევ ერთხელ უკრაინული ხორბლის ექსპორტი" - ამბობს სილაგავა
,,ბიზნესპრესნიუსთან".
შეგახსენებთ, 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და
ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, ხოლო ფქვილზე
ნულოვანი დარჩა.
წყარო : bpn.ge
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.