გერმანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისათვის 125 მილიონი ევროს ოდენობის კონცესიურ კრედიტს გამოყოფს.
პროგრამის მიზანია ქსელთან
ჰიდროელექტროსადგურების დასაკავშირებლად ინფრასტრუქტურის განვითარების
ხელშეწყობა
, რითაც გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის სიმძლავრე და ამაღლდება ამ
ქსელის და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური
სამინისტროსა (BMZ) და KfW-ს სახსრებიდან გამოყოფილი კრედიტის
ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის, გერმანიის ელჩი, დოქტ. ჰაიკე
ფაიჩი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გენერალური
დირექტორი სულხან ზუმბურიძე და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური
ოფისის ხელმძღვანელი, დოქტ. კლაუს ფაიგელი.
გერმანიის ელჩმა, ქალბატონმა ფაიჩმა ხაზი გაუსვა ენერგოუსაფრთხოების
მნიშვნელობას საქართველოსთვის. „წლევანდელი საქართველო-გერმანიის
საიუბილეო წლის ფარგლებში ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ჩვენ სახელმწიფოებს
შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
ენერგოსექტორში მართლაც წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს“, განაცხადა
გერმანიის ელჩმა. დღეს უკვე თითქმის დაუჯერებელია, რომ 2000 წლამდე
ელექტროენერგია, თვით დედაქალაქ თბილისშიც კი, ნაწილობრივ მხოლოდ
რამდენიმე საათით მიეწოდებოდა მოსახლეობას, აღნიშნა ელჩმა. 1993
წლიდან გერმანიის მხრიდან ენერგოსექტორში მთლიანობაში თითქმის
ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის პროექტები დაფინანსდა.
პროგრამის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება, ფაზა 2“
ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერით იწყება მრავალწლიანი ხელშეწყობის
პროექტის ახალი ფაზა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის
მიმართულებით, გურიის რეგიონში გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის
განვითარება და ასევე ეგრეთწოდებული „ჩრდილოეთის რგოლის“ პირველი
ფაზის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოს
ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰიდროელექტრო-სადგურების ენერგოქსელში
ინტეგრაციას.