სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ახალციხეში რეგიონის
საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და
გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით, სამცხე–ჯავახეთში არსებულ
პოტენციალზეც. რევაზ ასათიანი თვლის, რომ დარგის განვითარებისთვის
რეგიონის ყველა რესურსის ათვისება მნიშვნელოვანია. რევაზ ასათიანი
დღესვე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის
პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც სოფლის მეურნეობის
სამინისტროა. ახალი პროექტი სამცხე–ჯავახეთში,
საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების ეფექტური მუშაობის მიზნით
ხორციელდება. პროექტი წელიწადნახევრიანია და სახვადასხვა აქტივობას
მოიცავს, როგორიცაა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, ტრენერებისა
და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება თუ მინდვრის დღეების
გამართვა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები,
საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.