მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა-საქსტატი
2023 წლის იანვარ-ივლისში,
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 12,105 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია. საქსტატის
ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3,583 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს
(გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8,522 მლრდ აშშ დოლარს
(გაიზარდა 19.0 პროცენტით).
ამასთან, შვიდ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი
ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1,177 მლრდ აშშ დოლარით, რაც
მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 217%-ს შეადგენს, 2022 წლის
იანვარ-ივლისში საქართველიდან ავტომობილების რეექსპორტმა 371,733 მლნ
დოლარი შეადგინა.
გთავაზოთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით
მსუბუქი ავტომობილის (რე)ექსპორტი განხორციელდა:
ყირგიზეთი - 299,907 მლნ დოლარი (7 410 ერთეული)
ყაზახეთი - 281,051 მლნ დოლარი (17 263 ერთეული)
აზერბაიჯანი - 259,065 მლნ დოლარი (15 581 ერთეული)
სომხეთი - 207,672 მლნ დოლარი (11 778 ერთეული)
რუსეთი - 65,860 მლნ დოლარი (4 840 ერთეული)
ტაჯიკეთი - 17,477 მლნ დოლარი (1 620 ერთეული)
ბელგია - 12,826 მლნ დოლარი (264 ერთეული)
უკრაინა - 9,150 მლნ დოლარი (680 ერთეული)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 7,355 მლნ დოლარი (119
ერთეული)
თურქეთი - 5,008 მლნ დოლარი (260 ერთეული)
რაც შეეხება მთლიანად რეექსპორტს, საქართველოდან 2023 წლის შვიდ თვეში
1,855 მლრდ დოლარის პროდუქცია „გადაყიდა“, ეს კი 111,6%-ით მეტია წინა
წლის ანალოგიური პერიოდის 872,573 მლნ დოლართან შედარებით.