მას შემდეგ, რაც ნედლის ნავთობის
ფასმა ბარელზე 120-ს დოლარს მიაღწია, ფასი თანდათან შემცირდა.
დღეისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 98 დოლარამდეა, WTI-ის ტიპისა
კი 92 დოლარამდე.
მიუხედავად ამ შემცირებისა, ბაზარზე ფასები მერყეობას ინარჩუნებს.
ნავთობის ფასის კლება-ზრდის პარალელურად, მერყევია საწვავის ფასებიც
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Globalpetrolprices-ის თანახმად, რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი
აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი აგვისტოში 0.59
დოლარია (1.59 ლარი), დიზელი კი 0.47 დოლარი (1.26 ლარი) ღირს.
აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. რუსეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო
ფასი 0.82 დოლარია (2.21 ლარი), დიზელის - 0.85 დოლარი (2.29
ლარი).
სომხეთში რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 1.23 დოლარი (3.31 ლარი)
ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.21 დოლარია (3.25 ლარი).
თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.25 დოლარს აღწევს
(3.36 ლარი), დიზელის კი 1.38 დოლარს (3.71 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს, 9 აგვისტოსთვის ქვეყნის ბრენდირებულ
ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის (ქვეყანაში ყველაზე
მოთხოვნადი სწორედ ამ ტიპის ბენზინია) ბენზინის საშუალო ფასი 3.68
ლარია, დიზელის კი - 4.55 ლარი.
თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ საწვავი ყველაზე ძვირი
მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ღირს. მართალია, აზერბაიჯანი და
რუსეთი მწარმოებელი ქვეყნები არიან, თუმცა საწვავი საქართველოზე იაფია
არამწარმოებელ თურქეთსა და სომხეთშიც.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი
გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე
წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს
საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ
ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და
აზერბაიჯანიც.
საწვავის ფასზე საქართველოში გავლენას დიდწილად აქციზისა და დღგ-ს
გადასახადებიც ახდენს. ბენზინზე აქციზის გადასახადი საქართველოში 2017
წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი
იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი
დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი
ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.