ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7791 ლარი ეღირება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.7791 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
2.7886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8208 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 2.8282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0074 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.