რა ეღირება ხვალ 1 აშშ დოლარი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.8203 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
2.8281 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8697 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 2.8994 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0297 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები
ძალაში ხვალ შევა.