ლარი გამყარებას განაგრძობს - როგორ იცვლება გაცვლითი კურსი მეზობელ ქვეყნებში
15:11 / 05.07.2022
ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ
გამყარდა. ერთ კვირაში (28 ივნისი - 05 ივლისი) ეროვნული ვალუტა
დოლართან მიმართებით 2%-ით გამყარდა და დღეს კურსი 2.8762-ია. ერთი
თვის განმავლობაში ლარი 3.18%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი
6.89%-ითაა გამყარებული.
ერთკვირიან ინტერვალში მცირედით, 0.21%-ით, მაგრამ მაინც გამყარდა
სომხური დრამიც და 407.52-იან ნიშნულზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე
დრამი 15.12%-ითაა გამყარებული.
ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს აზერბაიჯანული მანათი და კვლავ მყარად,
1.70-იან ნიშნულზეა.
ერთი კვირის განმავლობაში გაუფასურდა რუსეთის და თურქეთის ეროვნული
ვალუტები. აქედან, რუსული რუბლი 3.22%-ით, ხოლო თურქული ლირა
1.05%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლი 2.17%-ით, ლირა კი
25.12%-ითაა გაუფასურებული.
ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 28 ივნისსა და 5 ივლისს
(ეროვნული ბანკების მონაცემები):
ქართული ლარი: $1=2.9349 ლარი - $1=2.8762 ლარი; სომხური დრამი: $1=408.39 დრამი - $1=407.52 დრამი; აზერბაიჯანული მანათი: $1=1,70 მანათი - $1=1,70 მანათი; თურქული ლირა: $1=16.62 ლირა - $1=16.79 ლირა; რუსული რუბლი: $1=53,36 რუბლი - $1=55,09 რუბლი.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.