მაისში საქართველოს შაქრის იმპორტი 10%-ით გაუძვირდა
12:44 / 26.06.2022
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში შაქრის იმპორტის
ღირებულებამ 8.75 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 3.99 მილიონ დოლარზე, 119%-ით
მეტია.
მოცულობაში შაქრის იმპორტი წლევანდელ მაისში 15.99 ათასი ტონა იყო,
32%-ით მეტი გასული წლის მაისის მოცულობაზე, 12.1 ათას ტონაზე.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ იმპორტი გაძვირებულია - 2022-ის მაისში ერთი
ტონა შაქრის საშუალო ფასი 547 დოლარი იყო, რაც თითქმის 10%-ით მეტია
გასული წლის ანალოგიურ პერიოდის საშუალო ფასზე, 499 დოლარზე.
მაისში შაქრის ტოპ 3 იმპორტიორი ქვეყნის სია შემდეგნაირად
გამოიყურება:
ბრაზილია - 13.5 მლნ (81.5%), 7.1 ათასი ტონა;
პოლონეთი - 1.3 მლნ, (14.6%) 1.97 ათასი ტონა;
ნიდერლანდები - 322 ათასი (3.7%), 504 ტონა.
წინა წლის მაისში ქვეყანაში შაქრის მთავარი შემომტანი თურქეთი იყო,
მასზე იმპორტის 36.2% მოდიოდა. მეორე ადგილზე იყო ბრაზილია 30.9%-ით,
მესამეზე კი პოლონეთი 23.8%-ით.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში შაქრის იმპორტი 2022 წლის აპრილის
მაჩვენებელთან, 9.5 მილიონ დოლართან შედარებით, 7.7%-ითაა
შემცირებული. აპრილში ქვეყანაში 16.6 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა და
მთავარი მომწოდებელი მექსიკა იყო, მეორე და მესამე ადგილს კი პოლონეთი
და აზერბაიჯანი იყოფდნენ.
წყარო:nterpressnews.ge
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.