PMCG-ს კვლევა-რამდენი რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქე მიიღო საქართველომ მარტში
15:01 / 18.06.2022
2022 წლის მარტსა და აპრილში
საგრძნობი განსხვავებები შეინიშნება შერჩეული ქვეყნების რეზიდენტების
შემოსვლებსა და გასვლებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს,
განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.
ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის
სტატისტიკამ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსების,
ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლებსა და გასვლებს შორის.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული
სტატისტიკური შეუსაბამობები, 2022 წლის მარტისა და აპრილის
განმავლობაში, რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების საქართველოში
შემოსვლების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმავე პერიოდში
ქვეყნიდან გასვლების რაოდენობას. აღნიშნული განსხვავება განსაკუთრებით
დიდია რუსებისთვის, რომლებსაც მოჰყვებიან უკრაინელები და ბელარუსები,
რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ შერჩეული ქვეყნებიდან მოგზაურთა
მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა არ დაუტოვებია. ასევე, უნდა აღინიშნოს,
რომ 2022 წელს მხოლოდ მარტსა და აპრილში შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი
განსხვავებები შემოსვლებსა და გასვლებს შორის,“- აღნიშნულია
კვლევაში.
ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია ნათქვამი, 2022 წლის მარტ-აპრილში
რუსეთიდან შემოვიდა 93.9 ათასი მოქალაქე, ხოლო გავიდა - 56.1 ათასი;
უკრაინიდან შემომსვლელთა რაოდენობა იყო - 38.9 ათასი, გამსვლელთა კი -
19.4 ათასი; რაც შეეხება ბელარუსს, საანგარიშო პერიოდში ბელარუსიდან
საქართველოში შემოვიდა 28.3 ათასი მოქალაქე და გავიდა 12.8 ათასი.
წყარო:www.bpn.ge
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.