საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0369 ლარით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ
დოლართან მიმართებით 0.0369 ლარით გამყარდა, შედეგად ერთი
დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9707 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა
0.0273 ლარით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.189
ლარი გახდა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.26 თეთრი
შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.00 თეთრი გახდა.