დოლარი 110, ევრო 122 რუბლი მოსკოვის ბირჟაზე
მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს
კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ კი
122 რუბლს გადააჭარბა, იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო
სააგენტო ТАСС.
რუსეთის ბანკმა გადაწყვიტა, არ განაახლოს ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე 2
მარტს საფონდო ბირჟის განყოფილებაში. გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ
3 მარტს მიიღება იმავე დღეს მოსკოვის დროით 09:00 საათამდე.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის,
ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული
სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა
სახელმწიფოებმა.