ლარი ისევ გაუფასურდა
ერთ დღეში, ეროვნული ვალუტა დოლართან
მიმართებით თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა.
კურსის მიხედვით, ერთი დოლარის
ღირებულება 3,0276 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან
მიმართებით ლარი 7,54 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,4348 ლარს
გაუტოლდა.
არსებობს ვარაუდი, რომ უცხოეთში გადასაგზავნად დიდი ოდენობით დოლარის
შესყიდვა მოხდა, რამაც ლარი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ლარის
მოულოდნელმა გაუფასურებამ, ამ პერიოდში პრაქტიკულად გაანულა ბენზინზე
და პროდუქტებზე ფასების შემცირების შანსი.