ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდებამ 500 მილიონ ტონას მიაღწია
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით
ნავთობის მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ ტონას მიაღწია. ამის შესახებ
ინფორმაციას Trend-ი კომპანია BP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
”საექსპორტო ნავთობსადენმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომლის ოპერატორიცაა
კომპანია BP, მიაღწია მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მოახდინა 500 მილიონი
ტონა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის
ტერმინალიდან ჯეიჰანში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის
გავლით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც აღინიშნება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეფექტურობა და
საექსპლუატაციო საიმედოობა გაიზარდა 75 პროცენტიდან 99,9
პროცენტამდე.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საერთო სიგრძე
შეადგენს 1768 კილომეტრს, საიდანაც 443 კილომეტრი გადის აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი -
თურქეთის ტერიტორიაზე. მილსადენის მშენებლობა დაიწყო 2003 წლის
აპრილის თვეში, ხოლო მისი ნავთობით შევსება - 2005 წლის 18
მაისს.
წყარო:BPN