ეკონომიკა
ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღებას - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტი - QR კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თურნავას თქმით, სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ქართულ პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ, რაც უკვე დაძლეულია.

2021 წლის 1 დეკემბრიდან ”მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭიროა შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები; რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები; გასართობი ცენტრები; კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები; საკონცერტო დარბაზები; სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები; სპა-ცენტრები; ფიტნეს-დარბაზები; სასტუმროები; სამთო კურორტების საბაგირო გზები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
23:04 / 19.11.2024
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
23:01 / 19.11.2024
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი
გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა -
აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
13:50 / 18.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.