ასე გამოიყურება სოფ. ტაბაწყურისკენ მიმავალი გზა, გაზაფხულის
პირველ დღეებში. ტაბაწყური, მოლითი, ჭიხარულა და
ბალანთა ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებია. დიდთოვლობა აქ უჩვეულო
არ არის. ბორჯომიდან სოფლებთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა
შემოდგომის ბოლოდან, თოვლის მოსვლასთან ერთად იკეტება და ამ ზონაში
მოხვედრა ახალქალაქიდან არსებული შემოვლითი გზით არის
შესაძლებელი.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა და გზის
გაწმენდა სპეც. ტექნიკის გამოყენებით მოხდა.
ფოტოს ავტორი: ანდრუშ ირიციანი