არჩვნები 2020
როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი

როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი - ამის შესახებ ვრცელ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.


განცხადებაში წერია, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

რომელ კანონებს ვერ მიიღებს პარლამენტი;
. პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ.
. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.

რომელ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტი;
. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
. პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.

რომელი თანამდებობის პირების ადგილები დარჩება ვაკანტური;
. ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტიურად ვერ განხორციელდება;
. პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული;
. ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
. საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს;
. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან.

. ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია;

. ვერ შეიქმნება ეთიკის საბჭო;

. პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს;

. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ ;

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს ჩატარება. ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია არ შედის. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომები გამართეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაწერენ განცხადებას, ჩახსნიან პროპორციულ სიებს და ამით უკვე ოფიციალურად იტყვიან უარს სადეპუტატო მანდატებზე.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი
წესით პრეზიდენტმა გახსნა.
16:11 / 11.12.2020
დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს
12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და
პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან
დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
08:29 / 11.12.2020
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს
12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და
პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან
დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
07:58 / 11.12.2020
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“
სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა,
მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
18:54 / 10.12.2020
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
16:44 / 10.12.2020
"სტრატეგია აღმაშენებლის" ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ და სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას აპირებენ.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.