კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
ინფორმაციისთვის, 79 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.