ახალი ამბები
განათლების სამინისტროს მიმართვა მშობლებს
განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოხატონ უიმედობა. „სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე - არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა - გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც.

ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა.

გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები.

გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს. ჩაერთეთ მთელი ოჯახი - სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით.
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით.
Skype-ის მისამართია: pscenter - ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„რამე აქციები ხომ არ არის,
დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ
მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა.
14:28 / 27.11.2024
„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
13:38 / 27.11.2024
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რიგით მეექვსე
პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი
საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს,
09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
10:47 / 27.11.2024
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
09:28 / 27.11.2024
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.