დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
დღეიდან 18 მარტიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 16 მარტს მიიღო.
"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი
სამშობლოში დაბრუნების, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის
ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს
ავიახაზები" - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი
ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.