რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო
რეკომენდაციებით მიმართავს აგრარულ ბაზრებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო,
აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის
რეკომენდაციებს გასცემს.
გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი
საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული
ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების
ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი
თავსახურებით;
ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი
მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ
მოუკრავთ;
ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების
დაცვით.