ახალი ამბები
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ" - გიორგი გახარია
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.

თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ.

პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს - ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს - დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ.

ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29
ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
08:28 / 29.11.2024
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„რამე აქციები ხომ არ არის,
დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ
მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა.
14:28 / 27.11.2024
„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო
გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
13:38 / 27.11.2024
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რიგით მეექვსე
პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი
საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს,
09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
10:47 / 27.11.2024
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.