რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა - რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ 10 თვეში
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
აქედან, ექსპორტის ზრდა 3.8% იყო
580.2 მლნ აშშ დოლარამდე, იმპორტი კი, უცვლელად დარჩა და 1.4 მლრდ აშშ
დოლარი შეადგინა.
bm.ge გთავაზობთ პროდუქციის ჩამონათვალს, რა ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს
რუსეთში.
TOP-10 საექსპორტო პროდუქტი:
ყურძნის ნატურალური ღვინოები - $161.2 მლნ;
სპირტიანი სასმელები - $128.8 მლნ;
მინერალური და მტკნარი წყლები - $68.1 მლნ;
ტკბილი გაზიანი სასმელები - $53.4 მლნ;
ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 32.4
მლნ;
სხვა ახალი ხილის ნაყოფები - $28.3 მლნ;
დაკონსერვებული ხილი ან ბოსტნეული - $23.06 მლნ;
სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $9.3 მლნ;
ელექტრული წყალგამახურებლები - $8.03 მლნ;
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $7.3 მლნ.
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $438.2 მლნ;
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - $122.06 მლნ;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე -
$82.4 მლნ;
ხორბალი და მესლინი - $62.8 მლნ;
კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი
რეტორტისა - $39.07 მლნ;
ბოცები და ბოთლები - $36 მლნ;
მზესუმზირას ზეთი - $34 მლნ;
ცოცხალი ღორები - $26.2 მლნ;
შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $22.1
მლნ;
პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა
პურფუნთუშეული - $21.1 მლნ.