საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იანვარ-ოქტომბერში
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ამავე ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
თურქეთი (2 636.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 061.5 მლნ. აშშ დოლარი)
და აშშ (1 728.3 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნების ათეული, ბრუნვის მიხედვით, ასეთია:
თურქეთი - 2 636.0 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 2 061.5 მლნ აშშ დოლარი
აშშ - 1 728.3 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 1 597.4 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 1 069.4 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 1 069.4 მლნ აშშ დოლარი
ყირგიზეთი - 1 052.0 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 768.5 მლნ აშშ დოლარი
სომხეთი - 706.0 მლნ აშშ დოლარი
იაპონია - 446.1 მლნ აშშ დოლარი