უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მედიის 20 წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული
კავშირის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის
სამხედრო აგრესიას მედიის 20 წარმომადგენლის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურა ადასტურებს. ორგანიზაცია დაღუპულთა გვარებსაც აქვეყნებს.
სიაში, უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, საერთაშორისო მედიის
წარმომადგენლებიც არიან.
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თანახმად, ვერ უკავშირდებიან
კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს და არ ფლობენ ინფორმაციას მათი
მდგომარეობის შესახებ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, რომელიც 23 მარტისთვის
არსებულ მდგომარეობას ასახავს, უკრაინაში7 ჟურნალისტია დაღუპული.
წყარო:რადიო თავისუფლება