აშშ-მა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა
აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული
ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში
დაწერა,
რომ "შეერთებულმა შტატებმა
მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია".
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ
დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის
რეჟიმს.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის
სუბსიდირებაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო
ბაიდენს აშშ-ის ბაზარზე რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტის
აკრძალვისთვის მადლობას უხდის.
"მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირადი
ხელმძღვანელობის პუტინის ომის მანქანისთვის გულში დარტყმის
მიყენებისთვის და აშშ-ის ბაზარზე ნავთობის, გაზისა და ნახშირის
იმპორტის აკრძალვისთვის. მოუწოდეთ სხვა ქვეყნებსა და ლიდერებს, რომ
იგივე გააკეთონ", - წერს ზელენსკი “ტვიტერზე“.
ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე
ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს.