ახალი ამბები
საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა
რუსეთის მთავრობამ შეადგინა რუსეთის
მიმართ „არამეგობრული ქვენების“
სია.
ნუსხაში მოხდნენ: ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მონაკო, ახალი
ზელანდია, ნორვეგია, კორეა, სან მარინო, სინგაპური, აშშ, ტაივანი,
უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.
სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული
ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი
დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ
სანქციებს.
ნუსხაში არ არის ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა,
უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 მარტს გამოსცა განკარგულება
და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრათ იმ
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და
კომპანიების მიმართ "არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან".
პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“
კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ ან
ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ
განსაზღვრული „სხვა გზით“.
წყარო: რადიო
თავისუფლება
გააზიარეთ :