ახალი ამბები
ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს - ვოლოდიმირ ზელენსკი
თუ არ შეუძლიათ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არ უნდა მიიღონ არც პროდუქტი და არც მომსახურება, დაე, ომმა გამოკვებოთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან მსოფლიო საზოგადოებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ თავს ვიცავთ რუსეთის შემოჭრისგან უკვე მეთორმეტე დღეა. ჩვენ არასდროს არ გვსურდა ეს ომი, მაგრამ ის ჩვენამდე მოიტანეს. ჩვენ არასდროს არ გვიოცნებია მოკვლაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს. და სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი,“- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ კონტინენტის მომავალს წყვეტს უკრაინა თავისი წინააღმდეგობით და მისი მეგობრები თავისი დახმარებით.

„თუ უკრაინაში შემოჭრა გრძელდება და რუსეთმა უარი არ თქვა გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ახალი სასანქციო პაკეტი, ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის. ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს რუსული ექსპორტის წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად უარი უნდა ითქვას რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ამას შეგიძლიათ უწოდოთ ემბარგო და შეგიძლიათ უწოდოთ უბრალოდ მორალი, როდესაც უარს ამბობ ფული მიაწოდო ტერორისტს,“
- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.

„როდესაც ვიღაც კარგავს გონებას, მაშინ უნდა დაკარგო შიში და დაივიწყო კომერცია. თავი უნდა დაიცვა, უნდა იყოთ მორალური სახელმწიფოც და კომპანიაც. უნდა ებრძოლოთ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თვით ადამიანურობის მოსპობა სურს. უკრაინული ჯარის წარმატება, უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპულობა - აი გზა მშვიდობისკენ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.