ახალი ამბები
მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდეება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე უკრაინაში რჩებოდა და ახლაც უკრაიანში არის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კიევიდან. ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაში არის, ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

მეორე საკითხი, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც უკრაინაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეძლება მალე დასრულდეს“
,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.